სასწრაფოდ! ვიცოდეთ ჩვენი უფლებები როგორ მივიღოთ 200 ლარიანი კომპენსაცია

loading...

დამსაქმებლებს გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის მიერ შემდეგი შეტყობინება:შეტყობინების დასახელება: გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის გაცემის მიზნით განხორციელებულ ცვლილებებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ!!! ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილება, რის საფუძველზეც კომპენსაციის მიღების უფლება აქვს: დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით), იღებდა ხელფასს (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს;

   ცვლილების შესაბამისად განისაზღვრა - კომპესაციის მიღების უფლება აქვს იმ დაქირავებულს, რომელთაც 2020 წლის 1 ივნისამდე ნებისმიერი მიზეზით შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს და აკმაყოფილებს დადგენილებით გათვალისიწნებულ სხვა მოთხოვნებს. - გაფართოვდა კომპესაციის მიმღებ პირთა წრე, კერძოდ კომპესაციის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში არ ფიქსირდება ხელფასის გაცემა. - გადაიწია მაისის თვეში წარსადგენი განცხადების („ინფორმაცია დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19)“ წარდგენის ვადა და იგი განისაზღვრა არაუგვიანეს 30 მაისის. - განცხადებას „ინფორმაცია დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19)“ დაემატა შესავსები ველი, რომელის შევსება სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა შვებულებაში. ყურადრება! თუ თქვენ მიერ შემოსავლების სამსახურში უკვე წარდგენილია „ინფორმაცია დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19)“, ვალდებული ხართ წარმოადგინოთ დაზუსტებული ფორმით, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.скачать dle 11.3
> </div>
 
  
        
        
        <div class= 1 808 / 20 май 2020"
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები
[/not-aviable]