სასწრაფოდ! ამას არავინ ელოდა კომუნალურ გადასახადებზე შესაძლოა, შეღავათები დაწესდეს სემეკი მთავრობასთან იმსჯელებს

loading...

სემეკი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს.
მარეგულირებელი კომისია აღნიშნულ საკითხს კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განიხილავს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ნაწილი ვირუსის გამო, უსამსახუროდ დარჩა, ტურისტული ობიექტების დიდი ნაწილი კი დაკეტილია და მათ შემოსავალი არ უფიქსირდებათ. სწორედ ამიტომ, ბიზნესი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ საჭიროა გადასახადების გადავადება, რადგან მათ დღეს თანხები არ გააჩნიათ. ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩენა კი მათ აიძულებს, მუშაობა სრულად შეწყვიტონ.
,,ამ ეტაპზე კომისიაში მიმდინარეობს მომხმარებელზე დარიცხული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება“ -აცხადებენ სემეკში.
,,ბიზნესპრესნიუსის“ შეკითხვაზე, რამდენად იქნება შეღავათები იურიდიულ მომხმარებლებზე თუ მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, სემეკი გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების ანალიზი და ამის საფუძველზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ ერთი მხრივ, უნდა მოხდეს მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, რომლებიც ამ მდგომარეობის გამო დაზარალდნენ, მეორე მხრივ, გათვალისწინებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიანტების ინტერესებიც. ამასთან, პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ენერგიით უწყვეტად და საიმედოდ მომარაგება, რისი პრობლემაც დღის წესრიგში არ დგას” – აცხადებენ სემეკში.  
„იურიდიული პირების შემთხვევაში, დეპოზიტები, ანუ ელექტრო, გაზის ან წყლის მოხმარებისთვის არსებული კონკრეტული იურიდიული პირის სააბონენტო ბარათებზე განთავსებულია კონკრეტული იურიდიული პირის კონკრეტული კომუნალური გადასახადის თანხა (ელექტრო, გაზი, წყალი) ადეკვატური ოდენობით. მაგალითად, თუ იურიდიული პირი ელექტროენერგიის საფასურს იხდის 1000 ლარის ოდენობით, საშუალოდ ეს თანხა აქვს მას განთავსებული ელექტროენერგიის გადასახადის დეპოზიტზე, რომელსაც არავინ ეხება. ახლა კი საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია ეს დეპოზიტები გამოიყენონ იურიდიულმა პირებმა და ამით დაფარონ შესაბამისი კომუნალური გადასახადი” – აცხადებენ სემეკში.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, როგორც სემეკში განმარტავენ, მოწყვლადი ჯგუფებისათვის შესაძლოა, ამოქმედდეს გარკვეული შეღავათები. ამის თაობაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა სემეკსა და მთავრობას შორის.

მეტი ინფორმაცია: http://worldnews.com.ge/
скачать dle 11.3
> </div>
 
  
        
        
        <div class= 13 096 / 26 март 2020"
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები
[/not-aviable]