მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ მხარდამჭერებს! თქვენ ნამდვილად მოგთხოვთ პასუხს კანონის ფარგლებში....

loading...

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილის ბერა ივანიშვილის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო შს სამინისტროდან 9 პოლიციელი გაათავისუფლეს, თავად ბერა ივანიშვილი გამოეხმაურა. ის მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
„მოგესალმებით ყველას, მინდა პასუხი გავცე ჩემზე გავრცელებულ სიცრუეს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს მხოლოდ ერთი კატეგორიის ხალხი კადრულობს… მომხდართან არც მე და არცერთ ჩემს ახლობელს არანაირი კავშირი არ გვაქვს.“
მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს: ვიცი, თქვენ ჩემი სტატუსი არც გაგაწითლებთ და არც მონანიების სურვილს აღგიძრავთ, ვინაიდან თქვენმა არაერთმა რეპლიკამ, სტატუსმა და მოგონილმა ზღაპარმა დამარწმუნა ამაში. მაგალითად, ქალბატონ მეგი გოცირიძეს არც მაშინ შერცხვენია, როცა გამოგონილი ამბავი მამას ინსულტის შესახებ მთელი მონდომებით აიტაცა და აპიარა და არც მაშინ, როცა, თითქოს სამძიმრის სახით, გვირგვინი დადო ბებიას სახლის ჭიშკართან. რომ არა ის ორი ფაქტორი, რომ ქალბატონი ბრძანდებით და ასაკით ბებიად მეკუთვნით – საქმეს სხვანაირად წარვმართავდი და პასუხსაც გაგებინებდით, თუმცა თქვენდამი ჩემი ასეთი ყურადღება ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. ისიც ვიცი, თქვენნაირი მენტალობის ადამიანებს მორალის თემები არც ესმით და არც აწუხებთ.
მივმართავ მათ, ვინც პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან ესმოდეთ რას ნიშნავს უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება – ჟურნალისტებს: სანამ ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებელ ინფორმაციას გამოიყენებთ, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც მოიძიეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად მოგთხოვთ პასუხს კანონის ფარგლებში.
скачать dle 11.3
> </div>
 
  
        
        
        <div class= 9 618 / 01 сентябрь 2020"
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები
[/not-aviable]