საგანგებო განცხადება! დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო, აჭარა წითელი ზონაა უკვე..ამიტომ მივიღეთ

loading...


ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო და კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა და 100 ათას მოსახლეზე 8 გახდა.
„მართალია, ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება „მწვანე ზონაში“, რადგან ეს ინციდენტობა არის 10-ზე ნაკლები, მაგრამ ახალი 45 შემთხვევა ქვეყანაში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება აჭარის რეგიონს, როგორც ეზუგბაია აცხადებს, რეგიონის ჩაკეტვაზე საუბარი ჯერ არ არის, თუმცა რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების გაფართოება იქნება საჭირო.
„აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ ალბათ დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების უფრო მეტად გაფართოვება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

скачать dle 11.3
> </div>
 
  
        
        
        <div class= 2 984 / 08 сентябрь 2020"
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები
[/not-aviable]