გიორგი გახარიას საგანგებო მიმართვა ვრცელდება ამ წუთებში! 24-საათიანი სრული კარანტინის გამოცხადება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზეა დამოკიდებული

loading...

იმედი გვაქვს, არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობასა და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს. თუმცა, ამას არ გამოვრიცხავ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
მისი თქმით, 24-საათიანი სრული კარანტინის გამოცხადება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზეა დამოკიდებული. 
„ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვენლოვანია ინფექციის განვითარების სისწრაფე. ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებთ, იმისთვის არის, რომ ამ სისწრაფის რეგულირება მოვახდინოთ. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, იმდენად მცირეა მონაცემები და ფუნდამენტური კვლევები ამ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი შეიძლება არასერიოზულ პროგნოზებად ჩაითვალოს. ყველაფერი ყოველდღიურად იცვლება. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, გამოწვევებიდან გამომდინარე ვუპასუხოთ ამ სირთულეს, ისე, რომ ეკონომიკის მაქსიმალური გადაკეტვა არ დაგვჭირდეს" - განაცხადა პრემიერმა.
გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში ინფიცირების ზრდის ისეთი ტემპი არ იქნება, რაც მსგავსი გადაწყვეტილების მღებას გახდის აუცილებელეს. მისი თმით, მთავარი კრიტერიუმი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მზაობა იქნება, თუ რამდენად შეძლებს სისტემა პაციენტების რაოდენობასთან გამკლავებას. 
"იმედი გვაქვს, არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობაზე და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს. თუმცა, ამას არ გამოვრიცხავ. ყველაფერი დამოკიდებულია ორ რამეზე. პირველი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე, რაოდენობრივად რამდენ ინფიცირებულს შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს და მეორე, რა სისწრაფით ვრცელდება ვირუსი. ეს ჩვენთვის დღეს ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგენელია. ამ მდგენელების განვითარებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება ესა თუ ის გადაწყვეტილება, მათ შორის 24- საათიანი სრული კარანტინის გამოცხადების თაობაზე“,-განაცხადა პრემიერმა.

скачать dle 11.3
> </div>
 
  
        
        
        <div class= 1 233 / 11 сентябрь 2020"
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები
[/not-aviable]