მივიღეთ გადაწყვეტილება...რადგან თბილისში საგრძნობლად მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა, შეზღუდვები უნდა დაწესდეს

loading...
თბილისში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა აჭარის მაჩვენებელს უახლოვდება. ორშაბათს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებები გამკაცრდება, ასევე მიმდინარე კვირაში შესაძლებელია დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
გადადის თუ არა კორონავირუსი ადამიანთან კონტაქტის გარეშე და არის თუ არა საჭირო თბილისში დამატებითი შეზრუდვების შემოღება - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა. ის აცხადებს, რომ კორონავირუსი ინფიცირებულ საგნებზე, სადაც ავადმყოფმა დააცემინა, დაახველა და წვეთები დარჩა, მაშინ ვირუსი ცოცხალია, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ინაქტივაციას განიცდის.ტიკარაძის თქმით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დამატებით მოხდება საწოლების მობილიზება.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით როგორია საწოლების დატვირთვის დინამიკა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან დედაქალაქში გვაქვს ინფიცირებულების მატება, მოხდება დამატებითი საწოლების მობილიზება.
ახლა, სამინისტროში მიმდინარეობს კლინიკებთან შეხვედრა. არსებული კლინიკები, რომლებიც კოვიდინფეციის მართვაში ნაწილობრივ, ჰიბრიდული მეთოდით არიან ჩართულები, დღის ბოლომდე კოვიდინფქციის მართვაში სრულად იქნებიან ჩართულები.
скачать dle 11.3
> </div>
 
  
        
        
        <div class= 766 / 13 октябрь 2020"
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები
[/not-aviable]