ამას არავინ ელოდა - გივი სიხარულიძეს სკანდალური განცხადება, შეიძლება უკრაინელებს ეწყინოთ, მაგრამ...

loading...


„შეიძლება უკრაინელებს ეწყინოთ, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინაში საქმე ძალიან ცუდადაა, თორმე რატომ უნდა დანიშნო შენი ქვეყნის ვიცე-პრემიერად დევნილი კაცი, რომელსაც ციხე ემუქრება?! დალაგებული ქვეყანა რომ იყოს, ასეთ გადაწყვეტილებას ხომ არ მიიღებდნენ?!” – ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე გავრცელებულ ცნობებს, რომლებიც ჯერ საბოლოოდ არც დადასტურებულია და არც უარყოფილი.
„არც მიშას დროს ვიყავი მთავრობის მეხოტბე და არც ახლა ვარ, მითუფრო, თუ ვინმეს არ მოვწონვარ, ეს ხალხი დღეს ყველა ივანიშვილის გარშემო ტრიალებს. ისე, არც მე მომწონს ეგენი. ყოველთვის პატიოსნად ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, ახლა მითუმეტეს. კორონა თუ დამეჯახა, საბოლოოდ წამაქცევს.
„ძალიან სასაცილოა ის აჟიოტაჟი, რაც ჩვენთან ხდება სააკაშვილის უკრაინულ ისტორიასთან დაკავშირებით, ეტყობა მართლაც მაგარია, რამდენი ბრალდება წაუყენეს და ძვრა ვერ უქნეს, აქეთ იმუქრება. ისიც სასაცილოა, რომ უკრაინაში ვიცე-პრემიერად უპირებენ დანიშვნას. შეიძლება უკრაინელებს ეწყინოთ, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინაში საქმე ძალიან ცუდადაა, თორემ ამხელა ქვეყანას რატომ ჩაბარებენ საქართველოდან გაგდებული კაცს, რომელსაც ციხე ემუქრება?! დალაგებული ქვეყანა რომ იყოს, ამ გადაწყვეტილებას ხომ არ მიიღებდნენ?!
„მე ვფიქრობ, რომ მიშა ამ თანამდებობაზე არ დანიშნება, ამას ოლიგარქები არ დაუშვებენ, უკრაინა კი ოლიგარქების ქვეყანაა. ძალიან კარგად იციან, რომ პირველ რიგში მაგათ წმენდას დაიწყებს და ჭკუა უკვე ისწავლეს. ისე, სააკაშვილისთვის უკეთესიც შეიძლება იყოს, რომ არ დანიშნონ, თავისებურად თუ გაუტია, რა იცი რა მოხდება…” – განაცხადა “რეზონანსთან” გივი სიხარულიძემскачать dle 11.3
> </div>
 
  
        
        
        <div class= 4 635 / 21 май 2020"
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები
[/not-aviable]