ცოტა ხნის წინ სანდრა რულოვსმა ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა! მიშა რამოდენიმე კვირაში....

loading...

მჯერა, მიშა რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია, ვიდრე ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს“, – მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს არ დაუმსახურებიათ იცხოვრონ ისეთ გაჭირვებაში, როგორიცაა დღეს ქვეყანაში.
რულოვსმა აღნიშნა, რომ 7 წელია საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიხეილ სააკაშვილი შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს.
„ორთვიანმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ ზუგდიდში, რომელშიც აქტიურად შემომიერთდნენ ადამიანები, ვისაც ჩემი გამარჯვების სწამდა, თავისი ირიბი შედეგი გამოიღო. ხალხმა ცხადად დაინახა, რა თავხედურად ართმევს მას გამარჯვებას ივანიშვილი – მისთვისვე მოპარული ფულით, სუს-ის და კრიმინალების გამოყენებით.
არჩევნებად მონათლულმა სუს-ის ამ სპეცოპერაციამ, საქართველოს ყველა მოაზროვნე მოქალაქე დაარწმუნა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან ასე გარდაუვალია – უარესი სიღატაკე, უარესი განუკითხაობა, უარესი შეურაცხყოფა.
ჩვენს ხალხს არ დაუმსახურებია იცხოვროს ისეთ გაჭირვებასა და უუფლებობაში, როგორიც ვნახეთ ზუგდიდში და რაც არის მთელს საქართველოში. მოთმინების ფიალა ივსება. უკვე იგრძნობა, რომ ხალხი უფრო და უფრო ძლიერი საპროტესტო ხმით დაიცავს საკუთარ უფლებებს. ამის ნიშნებს ვხედავთ ყველგან.
скачать dle 11.3
> </div>
 
  
        
        
        <div class= 4 394 / 18 октябрь 2020"
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები
[/not-aviable]