სასწრაფოდ! ეკატერინე ტიკარაძე ისევ კარანტინზე და სწავლების გადადებაზე ალაპარაკდა

loading...

თარიღის გადმოწევა სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიურ სიტუაციაზე და განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობს და გადაწყვეტილებას ერთმანეთთან შეთანხმებით მიიღებენ. 
თარიღის გადმოწევა სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა, სავარაუდოდ, განახლდება, მაშინ, როგორც ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანი არის ის, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებით და როგორი სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებში ან სკოლებში, - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე 
ცნობისთვის, "მთავარი არხის" ინფორმაციით, მოსწავლეები სკოლაში 15 სექტემბერს მივლენ, მაგრამ სასწავლო კვირიდან რამდენიმე დღეს, ონლაინ ისწავლიან. იმ პირობებში, როცა შერეული სწავლების სტანდარტი დანერგილი არ არის, მშობლები ფიქრობენ, რომ შვილები ამ სისტემით შესაბამის განათლებას ვერ მიიღებენ.
განათლების მინისტრის მოადგილის გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში განახლდება, თუმცა ეკატერინე დუგლაძე ფიქრობს, რომ ყველაფერი მაინც ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული. 


скачать dle 11.3
> </div>
 
  
        
        
        <div class= 5 337 / 01 август 2020"
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები
[/not-aviable]